"ტაძრიდან გამოვიდა, ყელიდან სისხლი სდიოდა"- სვეტიცხოველში მამაკაცი დაჭრეს

03 March 2018, Saturday
1 104
0
loading...


მცხეთაში, სვეტიცხოვლის ეზოში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. თვითმხილველთა თქმით, დაჭრილი ტაძრიდან გამოვიდა რა დროსაც უცნობი პირი მას თავს დაესხა. ბრალდებული ადგილზე დააკავეს.
მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში აღნიშნება. 

"ტაძრიდან გამოვიდა მრევლი, მას ორი ბიჭი გამოჰყვა, ყელზე დააჭირეს ხელი, თუმცა სისხლის მაინც ჩქეფდა. როგორც ექიმებმა თქვეს, საძილე არტერია გადაუჭრა"- აცხადებს თვითმხილველი. 

დაჭრილი კი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. 
არსებული ინფორმაციით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები აღნიშნება.

თვითმხილველები იხსენებენ, რომ ბრალდებული 2 წლის წინ, სასულიერო პირსაც დაესხა თავს. 
როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
msoflionews.geскачать dle 12.1
loading...
კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
ყველა უფლება დაცულია © 2018