ოჯახს მხოლოდ ეს ორი შვილი ჰყავდა- საზარელი ავარია, რომელსაც ძმების და მათი მამიდაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა

28 February 2018, Wednesday
7 871
0
loading...


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისთან შემზარავი ავტოკატასტროფა მოხდა - სოფლის სიახლოვეს მდებარე ტაშისკარის არხში "ოპელის" მარკის ავტომანქანა გადავარდა, რომელშიც ხუთი ახალგაზრდა იჯდა. მათგან სამი - ხაშურში მცხოვრები ძმები - 21 წლის რომიკო და 19 წლის რატი გრიგალაშვილები და სოფელ ნაცარგორაში მცხოვრები, მათი 27 წლის მამიდაშვილი, რატი სულაქველიძე ადგილზევე დაიღუპნენ. საბედნიეროდ, გადარჩნენ ასევე სოფელ ნაცარგორაში მცხოვრები, გარდაცვლილი რატი სულაქველიძის ძმა, უჩა; მათივე მეზობელი და ახლობელი მალხაზ გრიგალაშვილი. მომხდარზე საქმე 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ავტომანქანის ექსპლუატაციისას გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის დაღუპვას გულისხმობს.

გვესაუბრება სოფელ მოხისის მკვიდრი: 
- გარდაცვლილი ახალგაზრდები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცარგორიდან არიან, თუმცა ძმები გრიგალაშვილების იჯახი ამჟამად ხაშურში ცხოვრობს. გარდაცვლილთაგან უფროსი 27 წლის არის; განა ეს რა ასაკია, - კაცი ახლა იწყებდა ცხოვრებას… ძმების ოჯახი ხომ საერთოდ განადგურდა, - ენითაუწერელი უბედურება ტრიალებს. ამ ოჯახს მხოლოდ ეს ორი შვილი ჰყავდა და უბრალოდ, არ ვიცი, აწი როგორ უნდა იცხოვრონ…

- როგორ დატრიალდა ეს უბედურება? 
- ხაშურელი ბიჭები ჩამოვიდნენ ავტომანქანით სტუმრად ნაცარგორაში ნათესავებთან; მე როგორც ვიცი, ბიჭებმა მოილხინეს, გაერთნენ და მერე ხაშურში წასვლა გადაწყვიტეს. ოჯახი, ცხადია, არ უშვებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ოჯახს არავინ მოუსმინა. დაახლოებით ღამის 2 საათზე მასპინძლებიც ჩასხდნენ მანქანაში და ერთად დაიძრნენ ხაშურისაკენ. ამ ასაკაში ხომ ყველას ჰგონია, რომ ვერაფერი ვერასოდეს მოერევა. როგორც ჩანს, სიჩქარეს გადააჭარბეს. ამბობენ, პოლიციამ ნაავარიევი მანქანა რომ ამოიღო არხიდან, სიჩქარის მაჩვენებელი 160კმ/წთ-ზე იყო გაჭედილიო. ამ სიჩქარით ხიდზე გადავლა რანაირად შეიძლება?!

- ხაშურისკენ მიმავალი ხალხი შემოვლით გზაზე როგორ აღმოჩნდა, წესით, ტაშისკარის არხთარ არ უნდა მოხვედრილიყვნენ..
- როგორ არა. ალბათ სოფლიდან შემოვლითი გზით იმიტომ წამოვიდნენ, რომ ამ გზის რაღაც ნაწილი მოასფალტებულია. როგორც ჩანს, ასფალტიანი გზა რომ მორჩა, სიჩქარე არ შეანელეს. ხიდზე ძალიან დიდი სისწრაფით გადავლისას მანქანამ გეზი დაკარგა, ხიდის მოაჯირი გაანგრია და არხში ჩავარდა.

- არხი ისეთი ღრმაა, რომ შიგ მოზრდილი ადამიანი დაიხრჩოს? 
- დაახლოებით 2 მეტრი სიღრმის არის. დინებაც ძლიერი აქვს, - ეს მანქანა წყალს ჩავარდნის ადგილიდან დახლოებით 200 მეტრით ჰქონდა დაძრული. ეტყობა, ბიჭებმა უკვე მაშინ დაკარგეს გონი, როცა ხიდის მოაჯირი გაიტანეს. მათგან ორი საბედნიეროდ, იმიტომ გადარჩა, რომ არხში ჩავრდნამდე მანქანიდან გადმოცვივდნენ. ეს მათი იღბალი იყო…
.KVIRISPALITRA.GE скачать dle 12.1
loading...
კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
ყველა უფლება დაცულია © 2018