ყოველგვარი უხერხულობის გარეშე მივიდნენ და თვალცრემლიანი საუბრობენ ნიკა რურუაზე

06 December 2018, Thursday
500
0

image


თბილისის საკრებულო წევრი სოსო მანჯავიძე სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს:

„დღეს კიდევ ერთხელ დავინახე,რომ კოჰაბიტაცია ნამდვილად არ იყო გარედან იძულების შედეგი-ეს კოჰაბიტანტების სულიერი მდგომარეობის და აქედან გამომდინარე მანკიერი კავშირი იყო და არის.

ეს ადამიანები არასოდეს არანაირ მორალურ დისკომფორტს არ განიცდიდნენ სააკაშვილის შიზოფრენიულ-ტერორისტული მმართველობის პერიოდში.
ერთი საპროცესო გარიგებებით იყო დაკავებული, მეორე- ახალგაზრდული ბანაკების მოწყობით, მესამე-ბანკში მუშაობდა და ჯიბეში ბრანწის ჩვენებით "ებრძოდა" რეჟიმს,მეოთხე- სოროსის ფრთებქვეშ "ოპოზიციონერობდა", მეხუთეს, ადრე ნაცმოძრაობის და ამჟამად ოცნების სახეს და ქართული სადეპუტატო ბიზნესის თვალსაჩინო წარმომამადგენელს, ასეთი რამ განუცხადებია-ხომ იდგნენ ქუჩაში და იბრძოდნენ,ვის რა ფეხები მოჭამეს, "ცვეტში"ისევ ჩვენ ვართ და ვიქნებითო.

ორგანულად ესენი გულში ეთანხნებოდნენ და უხაროდათ კიდეც,რასაც მიშა აკეთებდა.ადამიანს, ვისაც სულში ვირთხა ყავს გაბატონებული სიამოვნებს სხვისი გასაჭირი ,მთავარია მას არ შეეხონ და, თუ მას არ შეეხებიან,მერე ყოველთვის გამონახავს გამართლებას,რატომ დაატერორეს სხვა და არა- ის.
არც არაფერი გაურისკავთ,ბიზნესიც შეინარჩუნეს,აკი მოუწონეს კიდეც ასეთი კეთილგონიერება და კვლავ "ცვეტში" არიან,რადგან მათი მთავარი ღირსება,მონურად დაემორჩილონ ნებისმიერ მმართველს და იმოქმედოს ვირთხულად, ყველა მმართველობას აწყობს.

ამიტომაც ყოველგვარი უხერხულობის განცდის გარეშე დაეწყვნენ,მივიდნენ და თვალცრემლიანი საუბრობენ ნიკა რურუაზე,რომელიც გახლდათ სააკაშვილის მმართველობის საყრდენი და ბოლომდე იყო ნაციონალური მოძრაობის ღერძი და ტვინი.
ეს ის ადამიანები არიან,რომლებიც ნაცმოძრაობას ისეთი ტერმინებით იხსენიებდნენ,როგორიცაა"დანაშაულებრივი ორგანიზაცია"." სისხლიანი სექტა".და ა შ.
აღარაფერს ვამბობ, რას უწოდებდა მათ ნაც-მოძრაობა თუნდაც ბოლო პერიოდში
მაგრამ ეს მათთვის მხოლოდ თამაშია.მთავარი მაინც "ცვეტში" ყოფნაა.
მთავარი კოჰაბიტანტების სულიერი ერთობაა, ყოველგვარ საზრისს და ზნეობას მოკლებული განურჩეველი,მონური ერთობა.
ამ ერთობას, როგორც ჩანს ,ვეღარაფერი დაშლის ივერიის გაბრწყინებამდე“ - წერს სოსო მანჯავიძე.

скачать dle 12.1
ასევე ნახეთ:

Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
ყველა უფლება დაცულია © 2018