„რატომ უსამძიმრებთ მკვდარ ნაცს?.. ამას სჯობდა, მოგეკლათ!..“

05 December 2018, Wednesday
1 005
0

image


ჟურნალისტი თამო კეშელავა სოციალური ქსელის პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

„სამძიმარს ამბობენ და ბოდიშს იხდიან, ბოდიში, რომ ნაცის სიკვდილს ვუსამძიმრებთო...
არც მტრობა მიკვირს და არც მეგობრობა, არც სიძულვილი მიკვირს და არც თანადგომა - მაგრამ, უყველაფრო ხალხით გაოცებას ვერ გადავეჩვიე...

ნაცს მკვლელს ეძახით და პარლმენტში შეიყვანეთ...
ნაცი ქურდია და თქვენ ვერ ხსნით, როგორ აიშენეთ საახლეები...
ვინც გვერდით გედგათ, ყველა მოიძულეთ და გადაყარეთ, ახლა გაგახსენდათ, ახლა მოიკითხეთ, არჩევნების წინ მხოლოდ...

არც მტრობა შეგიძლიათ და არც მეგობრობა...
მეტიც - სიხარულიც არ შეგიძლიათ, მოიგეთ და მაინც დაბოღმილები დადიხართ...

რურუა მოკვდა და ვუსამძიმრებთ, ყველა ადამიანი ცოდოა, ვინც არ უნდა იყოსო...
სამძიმარს ამბობთ და სამძიმრის თქმისთვის ბოდიშს იხდით? 
სამძიმარს ამბობთ და გვიხსნით, რატომ უსამძიმრებთ მკვდარ ნაცს?
რატომ? უხერხულია სამძიმარი რომ არ თქვათ? სირცხვილია?
რატომ იბოდიშებთ თან? - იმან, უკვე შექცეული ზურგი უფრო არ შეგაქციოთ, გეშინიათ?

რამდენნი ხართ თან, რამდენი მომწონებელი გყავთ თან ამ უგვანო და ყალბი სიტყვის და ქცევის...

ამას სჯობდა, მოგეკლათ!
ბევრად გულწრფელი გამოჩნდებოდით!
ბევრად ადამიანი მეგონებოდით!“- წერს კეშელავა.

скачать dle 12.1
ასევე ნახეთ:

Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
ყველა უფლება დაცულია © 2018