„ცუდი ურთიერთობა გვქონდა სულ მე და ნიკა რურუას... მან...“ - ამან ყველა გააოგნა, ნახეთ რას წერს ირინა სარიშვილი ნიკა რურუაზე

05 December 2018, Wednesday
1 084
0

image


ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ირინა სარიშვილი ფეისბუქში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„საშინელი ძალის გრძნობების ქვეშ ვარ. ვერც ამას დავწერდი, ვერც იმას რასაც ეხლა წაიკითხავთ, ვერ მოვუყრიდი სიტყვებს თავს, ვერც საკუთარ თავს გავუბედავდი რამის თქმას და ალბათ ამაღამ გული გამიჩერდებოდა, ნიკა გვარამიას სიტყვები რომ არ მენახა ნიკა რურუაზე – "კაცი რომელმაც საკუთარი თავი ხელახლა შექმნა". ამ ერთმა ფრაზამ მომცა ძალა ამის დაწერის. 
ცუდი ურთიერთობა გვქონდა სულ მე და ნიკა რურუას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და არა მისი ნაცობის გამო – ეს მტრობა უფრო შორიდან მოდის. მერე ბევრი დრო გავიდა. ბოლო წლები თანამოაზრეებიც გავხდით. ამ პერიოდშიც და მანამდეც ბევრი კარგი მესმოდა მასზე ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანებისგან, რაღაც უნარი ადამიანის ცნობის მეც მაქვს. თანამოაზრეობამდეც აშკარად ვატყობდი საკუთარ თავს რომ ეს ნიკა რურუა აღარ მძულს, ვატყობდი და მერე საკუთარ თავზე გაბრაზებული რომ აღარ მძულს ისევ იქ, სიძულვილში ვიკეტებოდი. ვერც დღევანდელმა თანამოაზრეობამ შეცვალა რამე. ვკითხულობდი მის სტატუსებს და კომენტარებს აქ, ვისმენდი მის ინტერვიუებს, ვხედავდი რომ გარდა იმისა რომ ყველაფერში ვეთანხმები ამ ნიკა რურუას, ეს ბიჭი აღარ მძულს, ის ძალიან ძლიერია და სრულიად განსხვავებული იმისგან, საიდანაც ჩვენი მტრობა დაიწყო. მაინც ჩავკეტე თავი. 
ორი დღის წინ აქციაზე წინ ვიდექი სცენასთან ახლოს. სცენაზე ადიოდა, შევხედე და რამდენიმე წამით თვითონაც შემომხედა. ძლივს შევიკავე თავი, რომ ხელი არ დამექნია ამ ნიკა რურუასთვის რომელიც აღარ მძულდა და ალბათ აღარც მას ვძულდი.
ნიკა გვარამიას უზუსტესმა ფრაზამ "კაცი რომელმაც საკუთარი თავი ხელახლა შექმნა" დამინგრია ამდენი წლის ბარიერი. ალბათ ნიკა გვარამიამაც, რომელმაც ამ ერთი ფრაზით გამანთავისუფლა ამდენი წლის ბორკილებისგან და მეც, რომელმაც ეხლა ამის დაწერა მოვახერხე,, ის დავინახეთ რაც თავად გვაქვს გამოვლილი.
ნიკა რურუა აღარ არის. 
ნათელში იყოს შენი სული ნიკა“ - წერს ირინა სარიშვილი.

скачать dle 12.1
ასევე ნახეთ:

Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
ყველა უფლება დაცულია © 2018