სასწრაფოდ გახარიას სამინისტრო ჩამოეშალა - ახლა უკვე პოლიციელთა უარი

20 November 2018, Tuesday
1 210
0


ქართული არმიის პარალელურად, ლავროვის ფავორიტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ჩვენს პატარა ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებს, პოლიციელთა დიდი ნაწილიც უარს ეუბნება.
მიუხედავად მინისტრ გახარიას ყველა მცდელობისა, შს სამინისტროს თანამშრომლების სრული უმრავლესობა სახელისუფლებო კანდიდატს ემიჯნება.
პოლიციელთა აზრით: „ის, ვინც თავისი განცხადებებით საქართველოს უპირისპირდება, მთავარსარდალი და პრეზიდენტი არ უნდა გახდეს“.
რა ხდება სამინისტროსა და სამმართველოებში?
მინისტრ გახარიას ბრძანებით, პოლიციის სამმართველოების უფროსებს თანამშრომლების პოლიტიკური კუთვნილების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება დაავალეს.
პოლიციის სამმართველოების უფროსები ატარებენ თათბირებს და ღიად აცხადებენ, რომ „ზემოდან მიღებული დავალების შესაბამისად, ყველა პოლიციელმა და პოლიციელის ოჯახის წევრმა, ხმა ზურაბიშვილს უნდა მისცეს“.
თუმცა, ამავე თათბირებზე ღია და ხმამაღალი პროტესტი ისმის. პოლიციელები არ მალავენ იმ ნეტაგიურ განწყობას, რომელიც მათ სალომე ზურაბიშვილის მიმართ აქვთ.
„,სულ რომ მშიერი და უმუშევარი დავრჩე, მე ხმას ვერ მივცემ იმ კანდიდატს, რომელიც ამბობს რომ ომი საქართველომ დაიწყო და გიორგი ანწუხელიძე დანაშაულებრივი ბრძანების შესრულებისას დაიღუპა.
ჩამოვიდა მინისტრი სამეგრელოში და ხალხის ნაცვლად კრიმინალებს ხვდება და მათთან „ალაგებს“, - გვითხრა პოლიციის ოფიცერმა ზუგდიდიდან.
სიტუაცია დაძაბულია სამინისტროსა და თბილისის პოლიციის სამმართველოებშიც. ისინი, ვინც მმართველ რგოლში არ არიან, არ ემორჩილებიან მიღებულ დირექტივას და აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი მათთვის მიუღებელია.
„დაგვავალეს ზურაბიშვილის მხარდაჭერა. პირველ ტურში ასეთი რამ არ გაუკეთებიათ. ახლა კი, პირდაპირ გვეუბნებიან, რომ თუ ზურაბიშვილი პრეზიდენტი არ გახდება, თურმე საქართველო აღარ იარსებებს.
პირიქით, საქართველოს სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა სწორედ მაშინ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, თუ პრორუსი ზურაბიშვილი მთავარსარდალი იქნება. ის არც მალავს, რომ რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ამიტომ, მე ჩემს მუნდირს ვერ ვუღალატებ და ხმას მოღალატეს ვერ მივცემ“, - ასეთი შეტყობინება გამოგვიგზავნა ერთ-ერთმა საკმაოდ ცნობილმა მოქმედმა პოლიციელმა.  
რა იგეგმება არჩევნების დღეს?
პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი გვიყვება, რომ მინისტრი გახარია მზად არის, „სიტუაციის გართულების შემთხვევაში უკან დაიხიოს, რადგან ვითარებას ვეღარ აკონტროლებს“. მისი თქმით, „სიტუაციის გართულებაში“ ოპოზიციის გამარჯვება იგულისხმება.
„მან სპეციალური დანიშნულების რაზმები მიავლინა აჭარასა და სამეგრელოში. მოქმედი პოლიციელები გვეუბნებიან, რომ ხელისუფლებას არჩევნების წაგების ეშინია“, - გვიყვება პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი.
პოლიციელთა ნაწილი კი შეშფოთებულია კრიმინალთა გააქტიურებითა და ხელშეუხებლობით. პოლიციელები აცხადებენ, რომ კრიმინალებს მეორე ტურის წინ ქვეყანაში თავისუფლად შემოშვების და მოქმედების შესაძლებლობა მისცეს.

„ყველა ქალაქსა და რაიონში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები ხელისუფლებაზე მუშაობენ. მინისტრმა მათთან გარიგება დადო.
თუ კრიმინალები ზურაბიშვილს დაუჭერენ მხარს და ოპოზიციას დააშინებენ, აღარ შეეხებიან და პრივილეგიებითაც ისარგებლებენ. ამის გარანტიას პოლიციის უფროსები იძლევიან, რა თქმა უნდა, უფროსების თანხმობით.
ეს, ფაქტობრივად,  პოლიციის ჩამოშლაა. რა გამოდის? გიორგი გახარია პოლიციის კი არა, კრიმინალების მინისტრია“, - შს სამინისტროში არსებული მდგომარეობით შეშფოთებულები არიან რიგითი პოლიციელები.
პატრული და მეორე ტური
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები კი უკვე ვეღარ მალავენ, რომ მათ პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებენ.
კერძოდ: დიდ ქალაქებში შექმნილია სპეციალური საპატრულო ეკიპაჟები, რომლებთაც წესრიგის დაცვა კი არა, ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერების თვალთვალი და ინფრომაციის გადაცემა აქვთ დავალებული.
„მორიგეობენ ვაშაძის შტაბებთან, დაჰყვებიან ოპოზიციის წარმომადგენლებს. აგროვებენ ინფორმაციას მათი გადაადგილების, აქტივობის შესახებ და შემდეგ უგზავნიან ხელმძღვანელებს“, - ამბობს მოქმედი პატრული, რომელიც თვლის, რომ „ზურაბიშვილის არჩევა დიდი შეცდომა იქნება“.
თუმცა, მიუხედავად ასეთი წნეხისა, შეიძლება ითქვას, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობა მზად არის მტკიცედ გამოხატოს პოზიცია და ახლა უკვე მეორე ტურში უთხრას უარი სალომე ზურაბიშვილს, მათ შორის პოლიციელთა დიდ ნაწილთან ერთად.

скачать dle 12.1
ასევე ნახეთ:

Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
ყველა უფლება დაცულია © 2018