„მარშუტკით მივდიოდი ვაკისკენ და მოულოდნელად მარშუტკაში ქალმა კივილი ატეხა...“

08 November 2018, Thursday
1 283
0
loading...


დღეს ჩემთვის მშვიდად დიდუბიდან მარშუტკით მივდიოდი ვაკისკენ, როგორც ყოველთვის მარშუტკა გადვსებული იყო და მძღოლი მაინც უჩერებდა მგზავრებს რათა უფრო მეტი დაესვა. ამის შემხედვარე ერთმა ქალმა მოულოდნელად კივილი ატეხა: 

გაააჩერე შე ვირთხა მარშუტკა, გააჩერე, თორე სამუდამოდ გაგაჩერებ!

შეშინებულმა მარშუტკის მძღოლმა გააჩერა და ჰკითხა თუ რახდებოდა.

გადარეულმა ქალმა კი დაიძახა გამიშვით მძღოლისკენო და ხალხი აქეთ იქით მიიწია ქალი რომ გაეტარებინათ. ეს ქალიც მივიდა მძღოლთან და ნახევრად მელოტ თავზე გრძელ თმებში წვდა და ერთი ბღუჯა თმა ხელში შერჩა. გაცეცხლებულმა მძღოლმა ხელი ჰკრა ქალს და კარებთან ჩავარდა ეს ქალი. იქ ამბავი ატყდა მტრისას, მე უკან ვიჯექი და სიცილით მუცელიღა მტკიოდა. ერთი კარგად იჩხუბეს და ბოლოს ეს გაკაპასებული ქალი ძლივს ჩასვა ვიღაც ბიჭმა და ტაქსით გაუშვა სახლში. ეს მძღოლი კიდევ მთელი გზა ვაი ვაის იძახდა, გაპუტული თმების ადგილი სტკიოდა საცოდავს, ცალკე სახეზე ფრჩხილებით ჭამოკაწრა იმ ქალმა.скачать dle 12.1
loading...
კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
ყველა უფლება დაცულია © 2018