„გუშინ გადავიტანე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტრესი, რაც ცხოვრებაში განმიცდია... გუშინ ამოვედი მეტროდან, გავაჩერე ტაქსი ხელის დაქნევით და..

08 November 2018, Thursday
1 850
0
loading...


ყველანაირი ტაქსისტი მინახავს, უზრდელიც, ზრდილობიანიც, კეთილიც, ზარმაციც, მთვრალიც, დაბოლილიც, რომ გაბამს, რომ არ გაბამს, ჩაჯდომისთანავე რომ ეზიზღები, პოლიტიკური, აპოლიტიკური და ასე შემდეგ...

გუშინ ამოვედი მეტროდან, ტაქსიფაი ვერ გამოვიძახე, რადგან საშინლად სველი იყო მობილურის ეკრანი და ვერ ვახერხებდი ვერაფრის გაკეთებას. გავაჩერე ტაქსი ხელის დაქნევით. ცოტა მოშორებით დადგა. უკვე აღარც მეგონა, რომ მიჩერებდა. მივედი და ჩავჯექი. მისამართიც ვუთხარი. კაპიუშონი რომ გეფარა, ბიჭი მეგონეო და მაგიტომ არ გაგიჩერეო. გავუტარე ხუმრობაში, მაგრამ განაგრძო თემა. ხომ ხვდები, ადამიანს სახეზე რომ ვერ ხედავ, არ იცი, უნდა გაუჩერო თუ არააო. ჰო-მეთქი, აბა რა. ყველა ასე ვიქცევით. 

ცოტა ხანი ვიარეთ და დაუბრუნდა ისევ ამ ამბავს, მაგრამ ბიჭიც რომ ყოფილიყავიო, არ მეშინია არაფრისო, მე ვინ რა უნდა გამიბედოსო და ამოიღო უზარმაზარი დანა. ამხელა დანა არასდროს მინახავს, თავისი ჩასადებით, დაკბილული პირით. 30+ სანტიმეტრი ზომის. 

ძალიან დავიბენი უცებ. ჩემკენ გადმოიხარა, ვერ ვხვდები, ამ დანას მაძლევს, რომ დავათვალიერო, თუ მემუქრება. გზას არ უყურებს თან. ერთი შეჯახება და ეს დანა გამეყრება ეგრევე. ავეკარი სკამს და ძალიან შემეშინდა. 

"ანინა, ახლა არ უნდა დაგემჩნეს, რომ გეშინია" - ვეუბნები ჩემს თავს. ჰო, მეთქი, ათასნაირი ადამიანი არსებობს 
ეს დანა როგორც იქნა მოაშორა. მიყვება, როგორ გასისხლავდა ვინმეს, ვინც გადააგდებდა ფულში, როგორ აკუწავდა და ასე შემდეგ..

მერე უცებ მეკითხება, შენ რომ მანქანა გყავდეს, იტაქსავებდიო?
კი-მეთქი, რატომაც არა. დამატებითი შემოსავალია. რა პრობლემაა. 
ხო, მაგრამ გოგო რომ ხარო? ვინმემ რამე რომ გიქნასო?
მეთქი, ეგრე ადვილადაც არაა ეგ ყველაფერი, ვვარჯიშობ-თქო (ხო, აი ეს დებილობა ვუთხარი, იმ იმედით, რომ შეეშინდება, იქნებ რამე ისეთს ვვარჯიშობ, თვითონაც რომ არ გაუგია).

მეუბნება, დღეს ხელი გადამეხსნაო რაღაცაზე ვმუშაობდიო და მაჩვენებს შრამს, რომელიც ალბათ ერთი 10 წლის მაინც არის. დღევანდელს არ ჰგავს. აი, მუქი სისხლი მომდიოდა, ვერ ვიჩერებდიო, ასხამდა ასეო... - ყვება გრაფიკულად.

ვფიქრობ, ხომ არ გავაჩერებინო დროზე ადრე და თან მეშინია, რომ ამაზე უფრო არ გაგიჟდეს. საბოლოო მისამართი ხომ ნათქვამი მაქვს. მივედით დანიშნულების ადგილზე და გამიჩერეთ-მეთქი და არა, იყოს, ბოლომდე მიგიყვან, წვიმსო. არა-მეთქი, აქ გააჩერეთ. შენ ისეთი გოგო ხარ, კი დაგარტყმევინებდი ერთი 10 კრუგსო. მეჩქარება-მეთქი და გავაღე კარი. კიდევ კარგი, ჩაკეტილი არ დამხვდა, თორემ შემდეგი გეგმა უკვე ფილტვების დახეთქვამდე ყვირილი იყო.
ვერა, ვერც პატრულში დავრეკე, ვერც ნომერი დავიმახსოვრე. რომ გადმოვედი, მუხლები მომეკეცა ნერვიულობისგან. ისეთი დაძაბული ვიყავი, ისე ვცდილობდი, რომ თავდაჯერებულობა მეთამაშა, რომ გადმოსვლისთანავე დავკარგე წონასწორობაскачать dle 12.1
loading...
კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
ყველა უფლება დაცულია © 2018