ქორწილში მიმავალი ახალგაზრდების ავარია თერჯოლაში - 24 წლის სოსო ჯალიაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა

07 November 2018, Wednesday
1 193
0
loading...



თერჯოლის გადასახვევთან, 6 ნოემბერს დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანა გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. დაშავებულია 6 ადამიანი. დედოფლისწყაროელი ახალგაზრდები თბილისიდან ზუგდიდში, მეგობრის ქორწილში მიდიოდნენ.

დაშავებულთა შორის რეანიმაციულ განყოფილებაში უმძიმეს მდგომარეობაში მოთავსებული იყო 24 წლის სოსო ჯალიაშვილი იყო, რომელიც რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა.

დანარჩენი დაშავებულები ზესტაფონისა და თერჯოლის საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
скачать dle 12.1
loading...
კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
ყველა უფლება დაცულია © 2018