სექსუალური მიმოწერის 8 ოქროს წესი

07 November 2018, Wednesday
78
0
loading...


· გახსოვდეთ, რომ მეტი სექსუალური ემოციისთვის გაგზავნლი ინტიმური ფოტო შესაძლოა ნებისმიერ დროს აღმოჩნდეს პორნო საიტზე. შესაძლოა თქვენს პარტნიორს ზედმეტად ენდობით, მან კი გიმტყუნოთ და ვინმეს ანახოს, ან ყველაზე უარესი - პორნოსაიტზე განათავსოს. ესეც რომ არ იყოს, ჰაკერებმა უკვე ბევრი ტელეფონი გატეხეს ამ მიზნით და უამრავი ადამიანის ინტიმური ფოტო მოიპარეს, ასე, რომ დაზღვეული არაფრისგან ხართ. და თუ მაინც გადაწყვეტთ საკუთარი შიშველი მკერდით შორს მყოფი პარტნიორი აღაგზნოთ, სახეს ნუ გამოაჩენთ.

· ნასვამ მდგომარეობაში სექსუალური მიმოწერისაგან თავის შეკავება ყველაზე კარგი გამოსავალია. თუ იმდენად მთვრალი ხართ, რომ ტაქსის გამოძახებაც არ შეგიძლიათ, მაშინ კიდევ უფრო მთვრალი იქნებით ეროტიკული მესიჯებისთვის. სანამ რამეს გაგზავნიდეთ, დაფიქრდით, მეორე დილით რა რეაქცია გექნებათ, როდესაც გაგზავნილ ესემესებს გადაავლებთ თვალს?

· არ გააფუჭო ეროტიკული გარემო. ამ დროს მნიშვნელოვანია ყურადღება მხოლოდ სექსუალური ხასიათის საუბარზე მომართოთ და უკბილო ხუმრობები ან თემისგან შორს მყოფი საკითხის რეპლიკები არ ჩართოთ მასში.

· ეს ის შემთხვევაა, როცა საიდუმლოს კარგად შენახვა გმართებთ. არ არის საჭირო დაქალებს წინა ღამის მიმოწერაზე უამბოთ ან წააკითხოთ თქვენი მიმოწერა და ის ინტიმური ფოტოები ანახოთ, რომლებიც ერთმანეთს გაუგზავნეთ. ეს იგივეა, რომ მეგობრებმა თქვენს სექსს უყურონ. ცხადია, იმ გამონაკლისის გარდა, თუ ეს პროცესი თქვენ აღგაგზნებთ.

· არ შეინახოთ არც ერთი ინტიმური მიმოწერა. ამ მესიჯების შენახვა არანაირ სარგებელს არ მოგიტანთ. შეგიძლიათ ფოტოების შენახვა, თუ ისინი საკმარისად ესთეტიურია ან თქვენში სასიამოვნო გრძნობებს აღძრავს. თუმცა, მანამდე დაფიქრდით, რამდენად ხშირად უყურებთ ამ ფოტოებს და რაში გჭირდებათ ისინი?

· სანამ შეტყობინებას გაგზავნი, ადრესატი ბევრჯერ გადაამოწმე. ხშირია შემთხვევები, როდესაც ინტიმური ხასიათის მესიჯებსა და ფოტოებს სხვებთან გზავნიან. ამის გამო პრობლემები იქმნება, სულ ცოტა, უხერხული სიტუაციები მაინც, ამიტომ ჯობია ყოველივე ეს თავიდან იქნას არიდებული.

· თუ მოღალატე ცოლი ან ქმარი ხართ, არასდროს გააბათ სექსუალური მიმოწერა. რა თქმა უნდა ზრდასრული ადამიანი ხართ და თქვენი გადასაწყვეტია რამდენი პარტნიორი გეყოლებათ და ვისთან გაატარებთ დროს, თუმცა თუ საყვარელ ადამიანს ღალატობთ, ჯობია ინტიმური სახის მიმოწერისგან თავი შეიკავოთ, რადგან ყოველთვის ვერ გააკონტროლებთ თქვენი ტელეფონის „სისუფთავესა“ და უსაფრთხოებას და ერთხელაც ეს ურთიერთობის დასრულების ფასად დაგიჯდებათ.

· ერთდროულად სხვადასხვა მიმოწერა არ უნდა გქონდეთ. როდესაც ინტიმური მიმოწერით ხართ დაკავებული, პარალელურად ნუ იმესიჯებთ სხვასთან, თუნდაც იმ მეორესთანაც ინტიმური საუბარი გქონდეთ. ამ დროს შეცდომის დაშვების საფრთხე სამმაგდება და შესაძლოა ისევ თქვენ დაზარალდეთ.
скачать dle 12.1
loading...
კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
ყველა უფლება დაცულია © 2018