მეთევზემ წყალში თოჯინა შენიშნა და მისი ამოყვანა გადაწყვიტა - მამაკაცის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც "სათამაშო" ნამდვილი ბავშვი აღმოჩნდა

07 November 2018, Wednesday
432
0
loading...



გას ჰატი ხნიერი ახალ ზელანდიელი მეთევზეა, რომელიც ყოველ დღე ოკეანეში გადის სათევზაოდ. ერთ დღეს ნაპირთან ფაიფურის თოჯინა შენიშნა და გადაწყვიტა წყლიდან ამოეყვანა, თუმცა მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც სათამაშო ნამდვილი ბავშვი აღმოჩნდა, რომელმაც გონზე მოსვლის შემდეგ ტირილი დაიწყო.
წლინახევრის ბავშვი მშობლებს ბანაკიდან მაშინ გამოეპარა, როდესაც მათ ეძინათ. პატარა ხოხვით მივიდა სანაპიროსთან, რა დროსაც ტალღებმა ის წყალში შეათრია. როგორც ხნიერი მეთევზე აცხადებს, ის ჩვეულებრივ სხვა ადგილებში თევზაობს ხოლმე, თუმცა იმ დილით გადაწყვიტა ლოკაცია შეეცვალა.
როდესაც იმ ადგილს მიუახლოვდა, სადაც მცირეწლოვანი ტივტივებდა, ის დარწმუნებული იყო, რომ წყალში ფაიფურის თოჯინა იყო (ბავშვი ამ დროს მთლიანად გათეთრებული იყო და სასიცოცხლო ნიშნები არ ეტყობოდა) და გადაწყვიტა, სახლში წაეღო. გასი ნამდვილად ვერ იფიქრებდა, რომ იმ წუთში ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მასზე იყო დამოკიდებული.
"როდესაც შევხედე, როგორი თეთრი და მყარი იყო, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ის ცოცხალი ბავშვი იქნებოდა, ხელი რომ მოვკიდე, იმდენად მკვრივი იყო, ეჭვიც არ გამჩენია, დარწმუნებული ვიყავი, რომ თოჯინა ამომყავდა წყლიდან. მისმა ამოტირებამ ცოტა შემაშინა და დამაბნია კიდეც, მივხვდი, რომ ბიჭუნა ცოცხალი ადამიანი იყო" - აცხადებს გას ჰატი.
როდესაც ბავშვის ტირილის შემდეგ მეთევზე მიხვდა რაშიც იყო საქმე, გადაწყვიტა იმ ბანაკის ხელმძღვანელთან მისულიყო, რომელიც იქვე სანაპიროსთან ახლოს მდებარეობდა, მომხდარის შესახებ მოეყოლა და ბიჭუნას მშობლები მოეძებნა.
ბავშვის დედა, ჯესიკა უაითი შოკში იყო, როდესაც გააღვიძეს და უთხრეს, რომ მისი ბავშვი იპოვნეს. მან სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა და მათ მოსვლამდე ცდილობდა, პატარა გაეთბო. ჯესიკა და მისი მეუღლე აცხადებენ, რომ გას ჰატის ვალიდან ვერასდროს ამოვლენ, რადგან მათთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის სიცოცხლე სწორედ მეთევზის დამსახურებაა.







скачать dle 12.1
loading...
კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
ყველა უფლება დაცულია © 2018