წარმოუდგენელი სახეცვლილება - "21 წლის 157 კილო ვიყავი, ახლა 67 ვარ" - გოგონამ ერთ წელში 90 კილო დაიკლო (ფოტოები)

12 September 2018, Wednesday
75
0
loading...


21 წლის ჯენივერ ორგანოვსკი სიდნეიში ცხოვრობს და პოპულარული იმით გახდა, რომ ერთ წელში 90 კილო დაიკლო. გოგონა თავის 21 დაბადების დღეზე 157 კილოს იწონიდა, ახლა კი 67 კილოა.



"ბევრს ვჭამდი, დროს მნიშვნელობა არ ჰქონდა. ცოტას ვმოძრაობდი და არ ვვარჯიშობდი. 21 წლის ასაკში 157 კილოგრამს ვიწონიდი. მაშინ ჩემს თავს ვუთხარი - ახლა 21 წლის ხარ და 157 კილო ხარ, რა იქნება 10 წელში? შემეშინდა და დიეტა დავიწყე, თუმცა მხოლოდ 15 კილოგრამი დავიკელი. დიეტოლოგმა მირჩია, ექიმებისთვის მიმემართა" - ამბობს ჯენიფერი.



მან მართლაც გაიკეთა კუჭზე ოპერაცია, რის შემდეგაც ვარჯიშით დაკავდა და მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტებით იკვებებოდა. შედეგმაც არ დააყოვნა. ერთ წელში 90 კილო დაიკლო.

22 წლის ჯენიფერი ახლა 67 კილოს იწონის.



"სხვა ადამიანი ვარ, უფრო ენერგიული, ბევრს ვმოძრაობ და რა თქმა უნდა, ვვარჯიშობ. ნაცნობები ვერ მცნობენ, იმდენად შევიცვალე" - ამბობს ჯენიფერი.














скачать dle 12.1
loading...
კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
ყველა უფლება დაცულია © 2018