ქურდული "რაზბორკა" ხოფაში - ლავას ოღლი VS ჯეირან კინწურაშვილი (ფარული ჩანაწერი)

26 August 2018, Sunday
4 518
0
loading...

კრიმინალური გარჩევა საქართველო-თურქეთის საზღვართან ახლომდებარე ქალაქ ხოფაში. გამოცემა "პრაიმ კრაიმი" ავრცელებს ფარულ ვიდეო ჩანაწერს, სადაც ასახულია ქართველი "კანონიერი ქურდების" ხელჩართული ჩხუბი. როგორც ამ ჩანაწერით ირკვევა, ერთმანეთს მინდია გორაძე (ლავას ოღლი) და ჯეირან კინწურაშვილი (ხონსკი) დაუპირისპირდნენ. სათვალთვალო კამერით გადაღებულ ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ უსწორდება "ლავას ოღლი" და მასთან ერთად მყოფი სხვა პირები "კანონიერ ქურდ" ჯეირან კინწურაშვილს.

ადგილზე ასევე იმყოფებიან "კანონიერი ქურდები": გია გოგელიანი, აკაკი ლანდია, ჯუმბერ ბაირამიდი, თამაზ ქარცუვაძე და პაატა ბაქრაძე.

ირკვევა, რომ ქურდული გარჩევის მიზეზი ჯერიან კინწურაშვილის მიერ მინდია გორაძის მეუღლისთვის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება გახდა, როდესაც ეს უკანასკნელი სასჯელს საქართველოს ციხეში იხდიდა. საბოლოოდ, გარჩევა იმით დასრულდა, რომ ჯეირან "ხონსკიმ" ქურდის ტიტული დაკარგა.
скачать dle 12.1
loading...
კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
ყველა უფლება დაცულია © 2018