"ყოველთვის რჩებოდა განსაკუთრებულ ბავშვად, ყველას უხაროდა მასთან ურთიერთობა" - რას ყვება დედა

22 August 2018, Wednesday
8 546
0
loading...

რევიშვილების ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო შეძრა. 9 წლის ტატა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გოგონა დენის დარტყმის შედეგად საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

სულ ცოტა ხნის წინ, საკუთარ ფეისბუქზე გოგონას დედამ, ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილის ცოლმა, მოდელმა თიკო ჩხეიძემ პოსტი გამოაქყვეყნა, სადაც მადლობას უხდის ყველას თანაგრძნობისთვის:

"ვკითხულობ თქვენს თანაგრძნობის წერილებს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მეამაყება, თურმე წერილებიც გეამაყება, ეგეც გეამაყება, რომ გყავს ისეთი შვილი, რომელმაც შეძრა მთელი საქართველო და არა მარტო...

ტატაზე რა გითხრათ... ის ნუკრი რევიშვილის და თიკო ჩხეიძის შვილი კი

არა, ის იყო ტატა რევიშვილი, ის თვითონ ქმნიდა ამინდს, მას იცნობდნენ ყველგან და ყოველთვის რჩებოდა განსაკუთრებულ ბავშვად. ყველას უხაროდა მასთან ურთიერთობა, ალბათ იმიტომ, რომ მასთან ვერასდროს მოიწყენდი... ის იყო მზე, რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას...
დიდი მადლობა ყველას გამხნევებისთვის", - წერს თავის ემოციურ წერილში შვილმკვდარი დედა. 
скачать dle 12.1
loading...
კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
ყველა უფლება დაცულია © 2018