შოკი წინ გველოდა, კარგი ადამიანი ვიღაც დაუდევარი დამნაშავის გამო ცოცხალი აღარაა! ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. საჭესთან 20 წლის გოგო იჯდა

15 August 2018, Wednesday
2 705
0
loading...

"ჩემი უბანი გამოსული არ იყო შოკიდან როცა დღეს სამშობიარო ნინოში მშობიარობისას დაუდევრობით მოკლული ახალგაზრდა ქალი მოგვისვენეს, შესანიშნავი ადამიანი. მეორე შოკი წინ გველოდა, ეს ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც გამარჯობის და მოკითხვის გარეშე გვერდს არ გამივლიდა, კარგი ადამიანი ვიღაც დაუდევარი დამნაშავის გამო ცოცხალი აღარაა! ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. საჭესთან 20 წლის გოგო იჯდა. - ნუ არ ვიცი საშინლად უარყოფითი დღეა!" - ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა ირაკლი მანაგაძემ.

როგორც გაირკვა, შემთხვევა თბილისში გურამიშვილის გამზირზე მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ალეკო ჯაჭვლიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილი ახლგაზრდაფეხით გადაადგილდებოდა, როდესაც მას წინასწარი ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მომავალი ავტომობილი შეეჯახა. 
დაშავებული სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა ჯაჭვლიანის გადარჩენა ვერ შეძლეს.
მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ახლობლები შეძრულნი არიან ამ ამბით. ალეკო კოლეჯში სწავლობდა, პარალელურად მუშაობდა. ჯერ საკუთარი ოჯახი არ ჰქონდა, მშობლები და უფროსი და დარჩა.скачать dle 12.1
loading...
კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
ყველა უფლება დაცულია © 2018