თევზი გაცოცხლდა და თეფშიდან გაქცევა სცადა - ვიდეო, რომელმაც ინტერნეტი „ააფეთქა“

29 May 2018, Tuesday
4 906
0
loading...

დღეს უკვე მთელი მსოფლიო სიამოვნებით მიირთმევს უმი ზღვის პროდუქტებისგან მომზადებულ ტრადიციულ იაპონურ კერძებს: სუშის, საშიმისა და ნაგირის, რომლებიც სუფრასთან მიტანამდე რამდენიმე საათით ადრე დაჭერილი თევზისგან ან მოლუსკისგან მზადდება.
ვიდეომ, რომელიც იაპონიის ქალაქ კისივადას ერთ-ერთი რესტორნის სტუმარმა ტვიტერზე ატვირთა, ფაქტობრივად, ინტერნეტი „ააფეთქა“. ვიდეოში ჩანს, რომ სტუმრისთვის მიტანილი სუშის მოლუსკი მოულოდნელად გაცოცხლდა და თეფშიდან გაქცევა სცადა. 

...რესტორნის მზარეულების თქმით, მოლუსკი სუფრასთან მიტანისას ცოცხალი აღარ იყო და მისი მოულოდნელი „გამოცოცხლება“ უხერხემლო ცხოველის განსაკუთრებულმა თვისებებმა განაპირობა. საქმე ის გახლავთ, რომ მოლუსკებს ტვინის ნაცვლად, განგლიები აქვთ (ნეირონების სხეულებისა და გამონაზარდების გროვებისგან წარმოქმნილი ნერვული კვანძები). განგლიები მოლუსკის მთელ სხეულზეა განაწილებული და უხერხემლო ცხოველს მოძრაობის კოორდინაციაში ეხმარება. 

სავარაუდოდ, თეფშზე მოთავსებული მოლუსკის ზოგიერთი ნერვული უჯრედი დაუზიანებელი დარჩა. სწორედ ამან გამოიწვია მოძრაობები, რომელთა დაფიქსირება რესტორნის სტუმარმა მოახერხა. 

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდამ, რომელსაც „ცოცხალი კერძი“ მიუტანეს, უცნაური მოლუსკი მაინც მიირთვა და მოგვიანებით აღიარა, რომ ეს სუში ყველა დანარჩენზე გემრიელი იყო. „ახლა ზუსტად ვიცი, რომ ამ რესტორანში კერძებს ყველაზე ახალი და ცოცხალი პროდუქტებისგან ამზადებენ“, - განაცხადა სუშის მოყვარულმა ახალგაზრდამ.

скачать dle 12.1
loading...
კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
ყველა უფლება დაცულია © 2018