გასაბერი ქალის გამო, კახეთში მეგობრები ერთმანეთს გადაემტერნენ

18 February 2018, Sunday
7 642
0
loading...

ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა, ყოფილმა პატიმარმა გაზეთ „ვერსიის“ ჟურნალისტს კახეთში მომხდარი უცნაური ამბავი მოუყვა.
როგორც გაზეთის რესპონდენტი იხსენებს, კახელი მამაკაცები გასაბერმა ქალმა იმდენად მოხიბლა, მის გამო, მეგობრებიც კი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
„ერთი სახლი გავქურდეთ აქ, მაგარი მაყუთიანი ტიპის სახლი იყო და, სხვა რამეებთან ერთად, გასაბერი ქალიც წამოვაყოლეთ ხელს, ვიკაიფებთ-მეთქი. გავბერეთ, დავჩუტეთ, ვკაიფობდით და… ავდექი და ჩემს ბიძებს გავუგზავნე სოფელში. ცხოვრებაში რომ არ დაურეკავთ ესპანეთში, ახლა დამირეკეს, რაც გინდა გვთხოვე, ეგ რა კარგი რამე გამოგვიგზავნეო. თურმე წაიღეს მთაში და მიდიი… მე შენ გეტყვი, უარს ეტყოდა ის ქალი, თუ ძროხების წველით ხელები გადაუტყავდებოდა?! შეადგინეს გრაფიკი და შეუბერეს… სოფელში გაბაზრდა ეგ ამბავი და ერთი კაცია, ისიც უცოლო, შეუჩნდა ამ ჩემს ბიძებს, გინდა თუ არა, მეც მათხოვეთ ეგ ქალიო და ამათაც ათხოვეს. ბავშვობის ძმაკაცები არიან, თორემ ისე რას ათხოვებდნენ?! მოკლედ, იმ კაცს შემოეხა ეს ქალი. მივიდა ბიძებთან ბოდიშით, მაგრამ გაიგიჟეს ამათ თავი, რას ჰქვია, ქალი გაგეხაო და ჩარიეს სოფლის უხუცესები.
მოკლედ, გადაწყდა, ახალი ქალი უნდა ეყიდა. აბა საქართველოში გასაბერი ქალი და ბუსუსებიანი პრეზერვატივი ხომ არ იშოვება და ისევ ესპანეთში დარეკეს. იმ კაცის ნათესავიც აქ არის, ჩვენთან ერთად და გაოგნდა ბიჭი. გასაბერი ქალი როგორ ვიყიდოო? მოკლედ, მაგის მოსაპარად კიდევ ორი კვირა ვიჩალიჩეთ, თან ძალიან ვფრთხილობდით, როგორი საქმეა, გასაბერ ქალზე რომ დაგიჭირონ?! მოვიპარეთ და გამოვაგზავნეთ. გაიხარეს თურმე ჩვენმა ბიძებმა და… მეორე დღეს ვაი-უშველებელი ატყდა – მიუცვივდნენ ბიძები იმ კაცს, ჩვენს ქალს უფრო დიდი მკერდი ჰქონდა, ვის ატყუებო. შეყარეს ისევ უხუცესები თურმე და… ამის ბრალია თუ სხვა რამის, არ ვიცი, მაგრამ იმ კაცს გული გაუსკდა და დაასაფლავეს. დარჩათ ეს პატარამკერდიანი ქალი ამათ და, როგორ ეგუებიან, ვერ გეტყვი. ქურდებმაც გაიგეს ეს ამბავი, მთელი „ბლატატა“ მე მეკაიფება, გასაბერი ქალების ბიზნესი ააწყოო…“скачать dle 12.1
loading...
კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
ყველა უფლება დაცულია © 2018