„ყველამ თქვენს დედ-მამას და შვილებს მიხედეთ“ - ლიზა ქისტაური

28 April 2018, Saturday
5 524
0
loading...

ლიზა ქისტაური, რომელიც ადრე გიორგინქისტაურის სახელით იყო ცნობილი სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს:

ალბათ ყველაზე ნაკლებად არის ახლა იმის დრო და მომენტი, რომ ნეგატიურ კომენტარებს გავცე პასუხი მაგრამ მაინც დავწერ, რაც შეიძლება მოკლედ:

1. იმისთვის, რომ ხალხმა ილაპარაკოს ჩემზე და ვიყო განხილვის საგანი, ვერ და არ გავაკეთებდი იმ ყველაფერს რასაც ახლა ვაკეთებ, ვინც ახლა ვარ.

2 .არავის არ გახვევთ თავზე ჩემს პირადს , ერთადერთი მიზანი იმისა, რომ ვილაპარაკო მე და ყველა ადამიანმა იმ პრობლემებზე რაც გვხვდება ყოველდღიურად არის, ამ პრობლემების შემცირება, ხალხისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება, მცდარი აზრის რეალურისკენ შეცვლა.

3. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ უპატრონო ვარ და უბედური ჩემი მშობლები, რა თქმა უნდა ყველა მშობლისთვის ასეთი რამ ძალიან რთული მისაღები და გადასატანია , მიუხედავად იმისა ვინ სად ვართ, ამერიკა იქნება ეს თუ აფრიკა, ბუნებრივია ჩემებმაც ძალიან განიცადეს ეს ყველაფერი მაგრამ მშობელი იმისთვისაა , რომ შვილს კარგადყოფნისას თუ ცუდად ყოფნისას გვერდში დაუდგეს. ჩემს მშობელს ახლა ასმაგად აქვს ჩემი დაცვის ინსტიქტი გააქტიურებული, რის გამოც უბედნიერესი ვარ და კი, მყავს მშობლები რომლებსაც ძალიან ვუყვარვარ და ძალიან მიყვარს.

4. "ბავშვებს ეს ვაყურებინოთ?", საერთოდ არ მიყურებია ბავშვობაში არც ტრანსებისთვის და არც "ელგებეტეებისთვის" პირიქით, სულ "ბუტლები , ბუტლების" გავიძახდი .
არ აქვს მნიშვნელობა ვინ რაც უყურებს და მოისმენს , ეს ჩაცმის სტილი არ არის , რომ მოგეწონოს და მიბაძო , ეს ძალიან დიდი რამეა, წარმოიდგინეთ ყოველდღე გიწევთ იმ ადამიანად ყოფნა და ცხოვრება ვინც საერთოდ არაფერშუაში არ არის თქვენთან, კატასტროფაა და ამას ადამიანი ჩამოყალიბების პროცესში ადრე თუ გვიან ხვდება და აანალიზებს.

5. ყველამ თქვენს დედ-მამას და შვილებს მიხედეთ, ბევრად დიდი პროგრესის მომსწრენი გახდებით ვიდრე სხვისი შვილების და მშობლების ლანძღვა. თქცენ, იმ ადამიანებმა ვინც მომისმინეთ და გამიგეთ, კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა.скачать dle 12.1
loading...
კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
ყველა უფლება დაცულია © 2018