სასიხარულო ინფორმაცია, სრულიად საქართველოსთვის, რომელიც ამ წუთებში ვრცელდება

26 April 2018, Thursday
7 002
0
loading...



პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პარტიამ ბიძინა ივანიშვილს "ქართული ოცნების" თავმჯდომარეობა შესთავაზა და ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს შეუძლია გააძლიეროს მთავრი პოლიტიკური ბირთვი პარტიის თავმჯდომარის რანგში.

პრემიერის თქმით, უახლოეს დღეებში გაიმართება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, რასაც მოჰყვება ყრილობა, სადაც დელეგატები აირჩევენ ბიძინა ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარედ. ასევე არჩეული იქნება პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა.

„დადგა აუცილებლობა მაქსიმალურად გავაძლიეროთ პარტია ქართული ოცნება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესები. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ერთსულოვნება ფუნდამენტურ სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით. ყველასთვის ნათელია რამდენად დიდია ჩვენი გუნდისთვის მისი დამაარსებლის ბატონი ივანიშვილის ფაქტორი. მინდა გითხრათ რომ მე შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ რომ მან თანხმობა განაცხადა“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


скачать dle 12.1
loading...
კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
ყველა უფლება დაცულია © 2018